prezentacia


პროექტის სახელწოდება
ჩემი სათამაშო
პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადება
ეკოლოგიურად სუფთა სათამაშო, როგორც უსაფრთხო გართობისა და განვითარების ხელშემწყობი.
პროექტის აქტუალობა.
სათამაშოების უმრავლესობა  ბავშვის განვითარებაზე არ არის ორიენტირებული   და  ზოგიერთის შემცველობა საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას.
.პროექტის მიზნები: 
1. მოსწავლეებს განუვითარდეთ კვლევა-ძიების,თანატოლებთან  უცხო ენაზე თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები.
2. შეიცვალოს მოსწავლეთა დამოკიდებულება სათამაშოსადმი (სათამაშო როგორც შემეცნების და განვითარების წყარო).
3. მოხდეს მშობელთა აქტიური ჩართულობა ბავშვების გართობის და განვითარების პროცესში. ((სათამაშო როგორც შემეცნების და განვითარების წყარო)
4. თამაშით სწავლა როგორც ნაცადი მეთოდი ბავშვის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებისთვის.
მონაწილეთა ასაკი: 
7-8 წელი
ვადები/ხანგრძლივობა:
2012 წლის იანვრიდან-2012 წლის დეკემბრამდე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას.
ისწავლიან ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოს აწყობასა და  გამოყენებას. აღწერენ მუშაობის პროცესს ქართულ ენაზე და  მიმდინარე პროცესის ფრაგმენტს გადმოსცემენ ინგლისურ ენაზე. ბავშვები მოახდენენ საკუთარი კვლევების და დასკვნების პრეზენტაციას.
დამყარდება მოსწავლეებს შორის ვირტუალური კომუნიკაცია უცხო ენაზე ინტერნეტ სერვისების გამოყენებით.

პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები.
ფოტო/ვიდეო კამერა, კომპიუტერი ინტერნეტი. სხვადახვა მასალები ეკოლოგიურად სუფთა სთამაშოს შესაქმნელად.
პროექტის მსვლელობა
 მოსწავლეები დაიყოფიან  მიზნობრივ ჯგუფებად  და მოხდება  წინასწარ შერჩეული შესასრულებელი სამუშაოების გადანაწილება ( სათამაშოს ისტორია; მასალები, რომლებიც გამოიყენება ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოს დასამზადებლად, სათამაშოს დამზადების წესი) ( მასალის მოძიება, ინტერვიუ, ვიდეო და  ფოტო მასალა) თითოეული ჯგუფის ყველა წევრი  მოახდენს მოძიებული მასალის პრეზენტაციას, (პროექტორის საშუალებით) მოხდება ჯგუფებს შორის ინფორმციის გაცვლა. შეგროვებულ მასალას მოსწავლეები დაახარისხებენ, და მასალას განათავსებენ ბლოგზე.
პროექტის შეფასებეbi  მოხდება წინასწარ შედგენილი რუბრიკის მიხედვით. ჯგუფები შეფასდებიან: 1). მიცემული თემის ირგვლივ  შესაბამისად მოძიებულ ფოტო და ვიდეო მასალით.
2) პრეზენტაცია; 3) მეტყველება;
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული ენა, ხელოვნება, ბუნება, მათემატიკა, ინგლისური ენა
 
პროექტის ხელმძღვანელი
ნატალია სიბაშვილი
ხელმძღვანელის ელფოსტა 
პროექტის ვებგვერდი/ბლოგი

                      
პროექტის სახელწოდება


ჩემი  სათამაშო

No comments:

Post a Comment